ირაკლი ლექვინაძემ ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა – გამოწვევები და პერსპექტივები სამომხმარებლო ბაზარზე

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ ბიზნეს ფორუმში – სამომხმარებლო ბაზარზე არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები, მიიღო მონაწილეობა. სპიკერის რანგში, სააგენტოს თავმჯდომარემ მონაწილეებს და ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგები წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ძირითადი განსახილველი საკითხები – წარმოებას, დისტრიბუციასა და რითეილ სექტორს შეეხებოდა.

„საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგის ფარგლებში, ჩვენი შესწავლის ძირითად საგანს წარმოადგენდა სადისტრიბუციო კომპანიებსა და საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებს შორის ურთიერთობებში არსებული, დისტრიბუტორთა ასოციაციის მიერ პრობლემურად მიჩნეული საკითხების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართება. მონიტორინგის ფარგლებში, შესწავლილი იქნა 73 სადისტრიბუციო კომპანიის და 16 სავაჭრო ქსელის მონაცემები – ხელშეკრულებები, ჯამური ბრუნვები 2018–2019 წწ. ფილიალების რაოდენობა, მოცულობები, სარეალიზაციო პროდუქციის ასორტიმენტი და ა.შ. 2019 წლის მონაცემებით, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ შესაბამის ბაზარზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების წილი წარმოადგენდა 31%–ს, ხოლო სხვა შემსყიდველების 69%-ს. ქ. თბილისში ანალოგიურ პერიოდში, საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების წილი შეადგენდა 40.5%–ს, ხოლო სხვა შემსყიდველების 59,5%-ს.

მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად კონკურენციის სააგენტომ დადგინდა, რომ შესაბამის ბაზარზე ადგილი არ აქვს როგორც ცალკე არსებული ეკონომიკური აგენტის დომინანტურ მდგომარეობას, ისე ეკონომიკური აგენტების ჯგუფურ დომინანტობის ფაქტს. შედეგად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, სააგენტოს მხრიდან გაიცა რეკომენდაცია – საცალო ბაზრის სუსტი მოთამაშეების ინტერსების დამცავი საკანონმდებლო ნორმის შემოღების მიზნით საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაზე. ასევე, გაცემულ იქნა რეკომენდაცია შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების მიმართაც“, – განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ: ივა ჭყონია – საქართველოს დისტრუბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი; ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მწარმოებელთა ფედერაცია; სანდრო ნაჭყებია – Nexia TA, გიორგი ცერცვაძე – G&T Consulting, ზვიად კორძაძე – კორძაძის საადვოკატო ბიურო(TBD); მირანდა მანჯგალაძე – რითეილ ასოციაცია.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …