იოჰანეს ჰანი: ვმუშაობთ, რომ მეტი ქართული პროდუქცია მოხვდეს ევროკავშირის ბაზარზე

თბილისი (BPI) – ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობს, რომ მეტი ქართული პროდუქცია მოხვდეს ევროკავშირის ბაზარზე, – ამის შესახებ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო განსაკუთრებული მოთამაშეა და ისეთ ქართულ პროდუქციას შორის, რომლის მიწოდებაც ევროკავშირის ბაზარზე უნდა გაიზარდოს არის თაფლი და თევზი.

ჰანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭრას განაგრძობს ისეთი მიმართულებების გასაუმჯობესებლად როგორიცაა თავისუფალი მედია, სასამართლოს დამოუკიდებლობა. “ევროკავშირი გააგრძელებს მხარდაჭერას ამ მიმართულებით, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების ჩამოყალიბების პროცესში. ეს იქნება ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესი და საქართველოს სასამართლო სისტემა წარმატებით მოექცევა რეფორმის ფარგლებში.”

ჰანმა დაამატა, რომ გაგრძელდება მუშაობა ასოცირების შეთანხმების დარჩენილ გამოწვევებზე საპასუხოდ და აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ ზრდაზე, განათლებასა და შიდა უსაფრთხოებაზე.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …