ინვესტორებს ქართული ენერგეტიკა იზიდავს

თბილისი (BPI) – უცხოელ ინვესტორებს ყველაზე მეტად ენერგეტიკის სექტორი იზიდავს.

2019 წლის მეორე კვარტალში მთლიანი ინვესტიციების 34%, $63.7 მლნ ენერგეტიკის სექტორზე მოდის. ეს 37,5%-ით არის გაზრდილი 2018 წლის მეორე კვარტლთან შედარებით.

$38.4 მლნ ჩაიდო ინვესტირებული დამამუშავებელ მრეწველობაში; $28.1 მლნ – სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში; $26.5 მლნ – ტრანსპორტში; $22.8 მლნ – უძრავ ქონებაში; $7.6 მლნ – დანარჩენ სექტორებში.

ქართულ ეკონომიკაში 2019 წლის II კვარტალში უცხოელმა ინვესტორებმა მხოლოდ $187 მლნ ჩადეს, ეს მაჩვენებელი 2018 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 53.7%-ით ჩამორჩება.

საქსტატი შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირებას ასახელებს.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდებია 31.1%-ით, მეორე ადგილს თურქეთი იკავებს 19.2%-ით, მესამე პოზიციაზე კი აშშ მოხვდა 14.7%-ით.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …