თბილისში 220 ახალი ავტობუსი ივლის

თბილისი (BPI) – თბილისში წლის ბოლომდე თანამედროვე სტანდარტების 220 ავტობუსი შეემატება. მათ შემოყვანაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

ავტობუსები 8-მეტრიანია და აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის, ასევე, საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით, Wi Fi მოდემით, რომელიც Wi Fi-ს სიგნალით მთლიანი ავტობუსის დაფარვას უზრუნველყოფს. ტენდერი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. იყო დავები, თუმცა  საბოლოოდ დასრულდა და მათი მოწოდება 8-თვიან პერიოდში უნდა მოხდეს. ავტობუსი ISUZU-ს ფირმისაა.

მერია რამდენიმე დღეში 10-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაციასაც გამართავს. ახალი ავტობუსები სხვადასხვა მარშრუტზე, სხვადასხვა რაიონში გადანაწილდება და უახლოეს მომავალში უკვე მოსახლეობას მოემსახურება.

შემთხვევითი სიახლე

“არ ველოდებით, რომ მომხმარებელს ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზრდება” – დავით ნარმანია ირიგაციის სექტორში ტარიფების ცვლილებაზე

2024 წლიდან სემეკი მელიორაციის სექტორის რეგულირებას იწყებს. აღნიშნულ პროცესში სემეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა ტარიფების შემუშავების …