თბილისში ადგილების TOP-10, სადაც ყველაზე ხშირად “მაქსიმის” ტაქსს იძახებენ

თბილისი (BPI) – ტაქსის კომპანია “მაქსიმი” თბილისში ადგილების TOP-10-ს აქვეყნებს, სადაც ყველაზე ხშირად იძახებენ ტაქსს

კომპანიის ინფორმაციით, ამ მხრივ ყველაზე პოპულარული ადგილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტია. თბილისის მასშტაბით საერთო გამოძახებების 1%-ს სწორედ ამ მისამართზე მოდის. მეორე ადგილს ავტოსადგური “ოკრიბა” იკავებს – 0,65%-ით.

“თბილისი ცენტრალი” კი, გამოძახებების მიხედვით, მესამე ადგილზეა – 0,60%-ით. თითქმის ერთნაირი ვიზიტორები ყავთ “თბილისი მოლსა” და სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთს” – 0,25%-ი და 0,22 %-ი.

პოპულარულ ადგილებს შორის საუკეთესო ათეულში, ასევე, მოხვდა: მეტრო «ახმეტელი», მეტრო «ისანი», მეტრო «ვარკეთილი» და იუსტიციის სახლი.

მაშ ასე, “მაქსიმის” ვერსიით, თბილისში ყველაზე პოპულარული ადგილების რეიტინგი ასეთია:

1. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – 1,00%

2. ავტოსადგური “ოკრიბა” – 0,65%

3. “თბილისი ცენტრალი” – 0,60%

4. “თბილისი მოლი” – 0,25%

5. მეტრო “ახმეტელი” – 0,24%

6. სავაჭრო ცენტრი “ისთ ფოინთი” – 0,22%

7. მეტრო «ვარკეთილი» – 0,20%

8. თბილისის ცენტრალური ავტოსადგური (ორთაჭალა) – 0,16%

9. მეტრო “ისანი” – 0,16%

10. თბილისის იუსტიციის სახლი — 0,15%

“რკინიგზის სადგურები, აეროპორტები და სავაჭრო ცენტრები, ტაქსით მგზავრობის პოპულარული მიმართულებებია, ვინაიდან, ხალხი, როგორც წესი, მგზავრობს ხელბარგით და სწორედ ეს იწვევს ტაქსის გამოძახებების საკმაოდ დიდ რაოდენობას”, განმარტავენ “მაქსიმში“.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …