თბილისი პირველ რეგიონულ ონკოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლებს

თბილისი (BPI) – შაბათს, 13:00 აპრილს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პირველი რეგიონული ონკოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ძუძუს, ფილტვის და კოლორექტული კარცინომის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.“ კონფერენციის ძირითად მიზანს  დაავადებასთან ბრძოლა,  გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, რეგიონში დასავლეთის ქვეყნებში რეკომენდირებული სიახლების გაცნობა წარმოადგენს.

კონფრენციაში, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა ონკოლოგთა ჯგუფის ორგანიზებით ეწყობა, მონაწილეობენ ონკოლოგები და ონკოლოგიასთან მომიჯნავე სპეციალობის ექიმები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და საქართველოდან, მათ  შორის, კლინიკური ონკოლოგები, რადიაციული ონკოლოგები, ონკო-ქირურგები, რადიოლოგები, ფსიქო-ონკოლოგები და პათომორფოლოგები. ასევე მოხდება კლინიკური შემთხვევების პრეზენტაცია (დიაგნოსტიკური , მკურნალობა, მოსაზრებები და ა.შ)

აღნიშნული ღონისძიება  უპრეცენდენტოა კავკასიის რეგიონში, რომელიც მნიშვნელოვანია  კიბოს მართვის მიმართულებით, როგორც საქართველოსათვის, ასევე მეზობელ ქვეყნებისათვის.

შემთხვევითი სიახლე

ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებთან ერთად აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ …