თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება

თბილისი (BPI) – თბილისის განვითარების ფონდი დედაქალაქის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

ურბანული მობილობის გეგმის ფარგლებში, დედაქალაქში სატრანსპორტო მიმართულებით სპეციალური კვლევა ჩატარდება.

„მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმის შესყიდვაზე ტენდერს აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გამოაცხადებს. გვინდა, ჩავატაროთ კვლევა რაიონებში, რათა დადგინდეს სად არის ტრანსპორტის ნაკლებობა და ამ მიმართულებით რისი გაკეთებაა საჭირო. შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე სერიოზული მოსაზრება არსებობს. შესაბამისად, კვლევა გვაჩვენებს ყველაფერს, თუ როგორ შეიძლება ამ მხრივ განვვითარდეთ. რამდენიმე კვირაში უკვე დაიწყება კვლევა და ძალიან მალე სრული სურათი გვექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა ქალაქის მთავარი სტრატეგიული სატრანსპორტო დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ტრანსპორტის ყველა ასპექტს: ქვეითთა, საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის, დისტრიბუციის ავტომანქანებისა და ველოსიპედების გადაადგილებას. ასევე, შემუშავდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ველობილიკების, ინკლუზიური საფეხმავლო ბილიკების თანამედროვე სტანდარტები. დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელი გახდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი, სტანდარტიზებული და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარება.

შემთხვევითი სიახლე

ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებთან ერთად აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ …