თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორისაა

თბილისი (BPI) – ლონდონში გამართულ Skytrax World Airport Awards 2019-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მეექვსედ დასახელდა.

მგზავრთა გამოკითხვის შედეგად – ბუდაპეშტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, ბუქარესტის, ბელგრადის, თბილისის, რიგის, ბრატისლავას ზაგრებისა და სოფიას საერთაშორისო აეროპორტები – 2019 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards“-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …