თბილისის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი მიმართულებაა მოსკოვია, ბათუმიდან – თელ ავივი

თბილისი (BPI) – იანვარ-ივნისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნად პირდაპირ მიმართულებად მოსკოვი სახელდება. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია “ტავ ჯორჯიაში” განუცხადეს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება მოსკოვი იყო, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კი – თელ ავივი.

“ტავ ჯორჯიას” მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი მიმართულებების TOP-5 ასე გამოიყურება:
1- მოსკოვი;
2- სტამბოლი;
3- კიევი;
4- დუბაი;
5- სანტ-პეტერბურგი.

რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად TOP-5 მიმართულებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, “ტავ ჯორჯიას” მიერ მოწოდებული მაჩვენებლები ასეთია:
1- თელ ავივი;
2- მოსკოვი;
3- სტამბოლი;
4- კიევი;
5- მინსკი.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …