ვითიბი გადარიცხვისას მომხმარებელს კოპენჰაგენში ნაკრების მატჩზე საგზურის მოპოვების შანსს აძლევს

თბილისი (BPI) – ვითიბი ბანკის ახალი მომსახურებით სარგებლობისას, შესაძლებელია საგზურის მოგება კოპენჰაგენში,  ეროვნული ნაკრების მატჩზე ფეხბურთში.

გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA -ს ბარათის მფლობელს. www.hub.vtb.ge ვებ-გვერდიდან  თანხის გადარიცხვა, მარტივად არის  შესაძლებელი,  ამისთვის  მიმღების ტელეფონის  ნომრის ან ელ. ფოსტის მისამართის შეყვანაა საჭირო. თანხა წამებში აისახება მიმღების ანგარიშზე, დღე ღამის ნებისმიერ დროს და კვირის ნებისმეირ დღეს.

რაც უფრო მეტჯერ გადარიცხავთ თანხას მით უფრო მეტია საგზურის მოგების შანსი. ყოველი გადარიცხვისას გროვდება ერთი ქულა, თანხის მიმღების მიერ ჩატარებულ ყოველ ტრანზაქციაზე დამატებით გროვდება თითო ბონუს ქულა. გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ტრანზაქციების რაოდენობის და შესაბამისად დაგროვილი ქულების მიხედვით. ყველაზე მეტი ქულის ანუ პირველი ადგილის მფლობელი გაემგზავრება კოპენჰაგენში, მეორე ადგილზე გასული მიიღებს მობილურ ტელეფონს Samsung Galaxy S10, მესამე ადგილის მფლობელი კი 500 ლარიან ვაუჩერს.

ქულების დაგროვება შესაძლებელია 26 მაისის ჩათვლით, გამარჯვებული გამოვლინდება არაუგვიანეს 3 ივნისისა.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …