ევროპის ყველაზე დატვირთული ავიამიმართულებები

თბილისი (BPI) – ევროპაში ყველაზე დატვირთული ლონდონი-ნიუ იორკის ავიამიმართულებაა. ბოლო წლის განმავლობაში აღნიშნული მარშრუტი 3 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა, აღნიშნულია Sabre Market Intelligence-ს კვლევაში. ამ ორ დანიშნულების პუნქტს შორის მანძილი 5.5 ათას კმ-ს შეადგენს.

გასული წლის მონაცემების მიხედვით, მგზავრების უმეტესობამ ამ გზის დაფარვა ავიაკომპანია British Airways-ის მეშვეობით (40.7%) გადაწყვიტა, მგზავრების 28.5%-მა Virgin Atlantic-ით, ხოლო 20.6%-მა ავიაკომპანია American Airlines-ის ბორტებით.

ექსპერტების შეფასებით კი 2017 წელს ყველაზე დატვირთული ლონდონი-დუბაის ავიამიმართულება იყო. თუმცა 2018 წელს ამ მიმართულებაზე მგზავრთნაკადი ოდნავ შემცირდა.

მაშ ასე, 2018 წლის მონაცემებით, ევროპის ყველაზე დატვირთული მიმართულებების TOP-10 ასე გამოიყურება:

1. ლონდონი – ნიუ იორკი (2.9 მლნ მგზავრი)

2. ლონდონი – დუბაი (2.6 მლნ მგზავრი)

3. ლონდონი – დუბლინი (1.8 მლნ მგზავრი)

4. სტამბოლი – თეირანი (1.7 მლნ მგზავრი) н)

5. ლონდონი – ამსტერდამი (1.7 მლნ მგზავრი)

6. ლონდონი – ლოს-ანჯელესი (1.6 მლნ მგზავრი)

7. ლონდონი – სინგაპური (1.5 მლნ მგზავრი)

8. ლონდონი – ჰონგკონგი (1.5 მლნ მგზავრი)

9. პარიზი – ნიუ იორკი (1.5 მლნ მგზავრი)

10. ლონდონი – ფრანკფურტი (1.5 მლნ მგზავრი)

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …