ევროკავშირი საქართველოს ნარჩენების მართვის სრულყოფაში ეხმარება

თბილისი (BPI) – ნარჩენების მართვის გაუმჯობესების საკითხებზე საჯარო ფორუმზე „Talking Environment – გარემოს ქმნი შენ“ ისაუბრეს.

„ევროკავშირი მსოფლიო ლიდერია გარემოს დაცვის სფეროში. მოხარული ვარ, რომ გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები საზოგადოების დღის წესრიგში პრიორიტეტულ ადგილს იკავებს. ევროკავშირისთვის დიდი პატივია უმასპინძლოს საჯარო ფორუმს თბილისში, სადაც საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში და ამით ხელი შევუწყოთ საჯარო დისკუსიას. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ინტერესემა, რომელიც ამ ღონისძებამ გამოიწვია და ისეთი პარტნიორების მონაწილეობამ, როგორიც არის საქართველოს მთავრობა, პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება. მოუთმენლად ველით ჩვენი საქმიანობის გაგრძელებას საქართველოს მხარდასაჭერად, რათა ქვეყანამ შეძლოს ამ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ელჩმა ჰარცელმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაინტერესებულ მხარეებს შორის საქმიანობების კოორდინაციის მნიშვნელობაზე აღნიშნა.

„აუცილებელია, საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ ინფორმაცია ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მდგომარეობის, ტენდენციებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესებში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ევროკავშირის ელჩმა ჰარცელმა ფორუმზე გახსნიალად გამოაცხადა სოციალური მედია-კამპანია „ნარჩენების შემცირების გამოწვევა“, მისი მიზანია ფართო საზოგადების ჩართვას  ნარჩენების რაოდენობის მინიმიზაციაში მათი შემცირების, ხელახალი გამოყენების, გადამუშავების გზით. მან აღნიშნა, რომ ნარჩენების შემცირება არის ის, რაც თითოეულ ჩვენთაგანს ხელეწიფება – „ნარჩენების შემცირების გამოწვევით“  იმედი მაქვს, რომ ეს გზავნილი ფართო მასებს მიაღწევს.

ღონისძიება  დაიგეგმა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ჩატარებული კვლევის შედეგებით, გარემოსდაცვითი საკითხები პრიორიტეტულ საკითხებად გამოიკვეთა ადგილობრივ მნიშვნელოვან საკითხების ჩამონათვალში. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აღელვებს: ჰაერის დაბინძურება (57%), სურსათის უსაფრთხოება (44%) და საკვებ პროდუქტებში სახიფათო და  ტოქსიკური ნივთიერებების არსებობა (40%). გამოკითხვის შედეგების თანახმად, თბილისის მოსახლეობისათვის ყველაზე მწვავე პრობლემას გარემოს დაბინძურება წარმოადგენს.
საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 900 000 ტონა – 3.42 მლნ. მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენი წარმოიქმნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 600 კგ-ს შეადგენს. ნარჩენები შეიცავს 1000-მდე არასახიფათო და  სახიფათო ნივთიერებას, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.

ნარჩენების უკონტროლოდ განთავსება აბინძურებს ჰაერს, წყალს და ნიადაგს; აზიანებს ეკოსისტემებს და ბიომრავალფეროვნებას; აბინძურებს საკვებს; ხელს უწყობს ინფექციური დაავადებების გავრცელებას.

ნარჩენების შეგროვება, უსაფრთხოს განთავსება, რეციკლირება, აღდგენა და ზოგადად ნარჩენების მართვა საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. 2015 წლამდე, კერძოდ, ნარჩენების მართვის კოდექსის მიღებამდე, საქართველოში არ არსებობდა ნარჩენების მართვის სათანადო სისტემის შექმნის საკანონმდებლო საფუძველი. ნარჩენების მართვის კოდექსი ამკვიდრებს.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …