დრონი, რომელსაც 230 კგ ტვირთის ტრანსპორტირება შეუძლია (ვიდეო)

თბილისი (BPI) – სტარტაპმა Elroy Air-მა დრონი Chaparral-ი შექმნა, რომელსაც 500 კმ-ზე 230 კგ ტვირთის გადატანა შეუძლია. დრონის ტესტირება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება, ხოლო მისი ექსპლუატაციაში გაშვება 2020 წლისთვის.

როგორც ირკვევა Elroy Air-ი Chaparral-ის შექმნაზე, რომელსაც დიდი მოცულობის ტვირთების გადაზიდვა შეუძლია, 2 წლის განმავლობაში ქმნიდა. დრონი 6 პროპელერის საშუალებით გადაადგილდება, რომელიც ენერგიას სპეციალური ბატარეიდან იღებს, რომელიც დრონის „ცხვირშია“ მოთავსებული. ხოლო რაც შეეხება მეშვიდე ძრავს, ის გაზზე მუშაობს.

შემთხვევითი სიახლე

“არ ველოდებით, რომ მომხმარებელს ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზრდება” – დავით ნარმანია ირიგაციის სექტორში ტარიფების ცვლილებაზე

2024 წლიდან სემეკი მელიორაციის სექტორის რეგულირებას იწყებს. აღნიშნულ პროცესში სემეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა ტარიფების შემუშავების …