გალერია თბილისში ახალი ბრენდების მაღაზიები გაიხსნა

თბილისი (BPI) – გალერია თბილისში ორი ახალი ბრენდის – ჩაცმას და Mayoral-ის მაღაზიები გაიხსნა.

ორივე ახალი სავაჭრო ობიექტი გალერია თბილისის მე-3 სართულზე მდებარეობს.

ჩაცმა კონცეპტუალური მაღაზიაა და მასში წარმოდგენილია  შემდეგი ქართველი დიზაინერების მაღალი ხაზის პროდუქცია: Mariam Gvasalia, Mariam Oniani, Maroma Collection, makmari, 2Ta, Le Tissu, Beach Robes, Gepherrini, Woyoyo, Ethere Accessorie. Mayoral კი ბავშვის ტანსაცმლის ესპანური ბრენდია. 

შემთხვევითი სიახლე

“არ ველოდებით, რომ მომხმარებელს ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზრდება” – დავით ნარმანია ირიგაციის სექტორში ტარიფების ცვლილებაზე

2024 წლიდან სემეკი მელიორაციის სექტორის რეგულირებას იწყებს. აღნიშნულ პროცესში სემეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა ტარიფების შემუშავების …