“ბორჯომი” ბუნების გულშემატკივარი!

კომპანიამ “IDS ბორჯომი საქართველო” გარემოს დახვით საკითხებზე მედია სემინარი გამართა, სადაც განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა ბორჯომის ტყის აღდგენა, მოვლა და ამ საკითხთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
ეს საკითხები, არამარტო მედიისთვისაა საინტერესო, არამედ თითოეული მოქალაქისთვის, რომ გრძნობდეს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, დაიცვას გარემო და გაუფრთხილდეს მას.
ყველა კომპანიას თავისი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია, არ დააზიანოს გარემო და ხელი შეუწყოს მის სწორად განვითარებას.
IDS ბორჯომი საქართველოსთვის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნიცა ჩოლოყაშვილმა ისაუბრა კომპანიის საქმიანობაზე და 8 წლის განმავლობაში განხორციელებულ ღონისძიებებზე.

“კომპანია “ბორჯომის” სოცილაური კორპორატიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის ბორჯომის ტერიტორიაზე გარემოს დაცვა, რადგან კომპანიის საბადოები ბორჯომში მდებარეობს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გარემო იყოს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, სტუმრებისთვის და ჩვენი საბადოებისთვისაც ისეთი, რომ თავიდან იქნას აცილებული მთელი რიგი პრობლემები და კატაკლიზმები. ბორჯომის საბადოები უკვე მეორე საუკენე არსებობს და ჩვენი პასუხისმგებლობაა კიდევ მრავალი საუკუნე იარსებოს ამ მინერალურმა წყალმა. როგორც ჩვენმადე მოვიდა ეს საბედოები, ასევე ჩვენ მომვალ თაობასაც უნდა ჰქონდეს საშუალება მოიხმაროს ეს რესურსი. ვმუშაობთ სამი მიმართულებით და სამივე მიმართულება კონცენტრირებულია ბორჯომის რეგიონში, რადგან, ვთვლით, რომ როგორც კომპანია ბორჯომმა უნდა ავითვისოთ ეს ტერიტორია და ვიზრუნოთ ამ რეგიონზე. ერთი მიმართულება არის გარემოს დაცვა, მეორე მიმართულებ არის განათლება, რომელიც მიმართულია მოზარდ თაობაზე. გვაქვს ტრენინგ ცენტრი, რომელიც ემსახურება წელიწადში 400-500 მოზარდს. მოზარდებს შეუძლიათ აღიმაღლონ ცოდნა სხადასხვა მიმართულებით. ესენია; უცხო ენა, მათემატიკა, ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადონ, ასევე გვაქვს არაფორმალური განთლების წრეები და ყველა ბავშვს თავიანთი ინტერესი მიხედვით შეუძლია ჩაერთოს,ხატვის წრე გვაქს. ხელსქმე. ასევე გვაქვს სტიპენდიანტების პროგრამა, რომელიც სკოლის მოსაწვლებს ეხება, მარჩენალდაკარგული ოჯახის წარჩინებულ მოსწავლეებს ყოველთვიირი სტიპენდია აქვთ ჩვენგან. მესამე მიმართულებ არის სპორტი და ჩვენ ვგულშემატკივრბთ ბორჯომში რაგბს და ვეხმარებით ფეხბურთელებსაც. ვცდილობთ რომ ამ სამი მიმართულებით უკეთესი ცვლილება დადგეს. სკოლა უკვე 5 წელზე მეტია არსებობს”

რაც შეეხება, ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტს, კომპანია სამინისტროსთან ერთად ჩართულია ამ პროცესში, უკვე სამი წელია. 2011 წელს პირველად განვახორციელდა დარგვები, სუხიშვილებთან ერთად. უკვე სამი წელია წელიწადში ორჯერ, როგორც არის წესი და რიგი, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ირგვება ხეები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 5 წლის მანძილზე ხდება მათი მოვლა, რომ მაქსიმალური შედეგი დაიდოს.

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარინე სუჯაშვილი შეეცადა დაწვრილებით აეხსნა ხის დარგვისა და მოვლის წესები:

“ორმოს ამოღების დროს ყურადღება უნდა მოვაქციოთ, რომ ზედა ფენა დავდოთ ერთ მხარეს, შიდა ფენა მეორე მხარეს როდესაც ნერგს მოვათავსებთ ორმოში, ჯერ უნდა დაეყაროს პირველად ამოღებული და შემდგომ უკვე სიღრმიდან ამოღებული მიწა. კარგად უნდა მიიტკეპნოოს ზედაპირი, რომ ჰაერი ვერ მოხვდეს ფესვებში და ლპოპა არ დაიწყოს. ეს და კიდევ ხის მოვლის წესები გააცნო სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარინე სუჯაშვილიმა 10 მაისს სასტუმრო „რუმს თბილისში“ კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის- #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი, ფარგლებში გარემოსდაცვით საკითხებზე გამართულ მედიასემინარზე.

5 წლის განმავლობაში ვუვლით ნერგებს. პირველ წელს 5-ჯერ, 2 წელს 4-ჯერ, მეექვსე წელს უკვე აღარ სჭირდება. ამას იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ საკმაოდ დიდი რესურსი და შრომა იდება, იმისათვის რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი გვქონეს, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. თუნდაც ის, რომ დაავადებული ხეების რაოდენობა შემცირდეს, რასაც სწორი დიაგნოზი და მოვლა სჭირდება, რაც მხოლოდ დარგის სპეციალისტებს შეუძლიათ. ვფიქრობ, ტენდერის გამოცხადებისას სწორედ ამაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და პრიორიტეტად ჩაითვალოს”.

18 მაისს “IDS ბორჯომის” კამპანიის #უგულშემატკივრებუნებას ფარგლებში, ბორჯომში პლატოს ტყეში მუხის, ნეკერჩხლის, ნაძვისა და ფიჭვის 2500 ნერგი დაირგვება.

ავტორი: ნინო ცეცხლაძე, მაკა ქოჩლაძე

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …