ბიზნესომბუდსმენი თიბისიზე: ბიზნესასოციაციებსა და დიპკორპუსში ინფორმაციის დეფიციტია

თბილისი (BPI) – ბიზნესომბუდსმენის, ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ “თიბისი ბანკის” ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბიზნესასოციაციებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის განმარტებები დაგვიანდა.

როგორც ლექვინაძემ “იმედი Live”-ის ეთერში განაცხადა, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსმენის სურვილზე ორჯერ საჯაროდ განაცხადა.

მისივე თქმით, „თიბისი ბანკის“ გარშემო პროცესი ბუნდოვნად დაიწყო და ინფორმაციული ნაკადი არასაკმარისი იყო და არაჯანსაღი გარემო შექმნა.

„ეროვნული ბანკის მოგვიანებით გავრცელებული განცხადება იყო ინფორმატიული და შედარებით ცხადი გახადა ეროვნული ბანკის მოქმედებები და მიზეზები. მგონია, დაგვიანდა განმარტებები და ბიზნესასოციაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს სჭირდება მეტი კომუნიკაცია, ისინი საქმის გარშემო ინფორმაციის დეფიციტზე საუბრობენ“, – განაცხადა ლექვინაძემ.

ლექვინაძის თქმით, სამის დროულად გამოძიება მნიშვნელოვანია, რადგან დროში გაჭიანურება სპეკულაციებისთვის მეტ სივრცეს დატოვებს და ბიზნესგარემოს დააზიანებს.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ საქმია ძიების 10 წლის დაგვიანებით დაწყებას, ბიზნესომბუდსმენი ამბობს, რომ კითხვების არსებობის შემთხვევაში, მარეგულირებლის ვალდებულებაა, საქმე შეისწავლოს.

„ბიზნესომბუდსმენის მთავარი მოვალეობაა ბიზნესინტერესების დაცვა, მტკივნეულია ნებისმიერი საქმე და პროცესი, რომელიც ბიზნესმენის თუ კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარეობს. საერთოდ ვიქნები ბედნიერი, თუ ასეთი საქმეები არ იქნება”, – განაცხადა ლექვინაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …