ბიზნესდაჯილდოება გამარჯვებულებს გამოავლენს

თბილისი (BPI) – თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2019-ის ფინალური ღონისძიება დღეს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება ბიზნესებისთვის 5 ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლებს. ასევე, წელს პირველად საპატიო ჯილდო ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გამორჩეულ ბიზნესს გადაეცემა.

გამარჯვებისთვის შემდეგი ბიზნესები იბრძვიან:

  • საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის ფაბერი, პროფი, თრიფქარს
  • საუკეთესო ინოვაციებისთვის ველი, ოპტიო ეიაი და სისიელეი
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისათვის ფლასთიქვოჩერ.ჯი, დადარი,  ნატა ბუაჩიძის სტუდია
  • თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისათვის მიკროგრინი, ვანდერლენდი, ვიაიპი სეკრეტარი
  • საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის შექმნისთვის სამოსელი პირველი, ალაზნის თავი, სოფლიდან.ჯი

წელს პრიზები უცვლელი რჩება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და  პროგრამული უზრუნველყოფა.

შემთხვევითი სიახლე

გიორგი აბაშიშვილი „ჯეოქეისის“ გუნდის წევრი ხდება

ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისს“ ახალი წლიდან ეკონომიკური მიმართულებით, არარეზიდენტი მკვლევრის რანგში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი …