ბადრი ჯაფარიძე: პროექტების დასაცავად მზად ვართ დავტოვოთ ისინი

თბილისი (BPI) – პროექტებს, რომელშიც ვთამაშობდით წამყვან როლს, მზად ვართ, გავემიჯნოთ, რათა დავიცვათ ეს პროექტები, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, გადადგომაზე განცხადების მიუხედავად ქართული კომპანიების აქციების ვარდნა ჯერ კიდევ ვერჩერდება. “ეს არ არის მხოლოდ მამუკასა და ბადრის, საუბარია იმაზე, რომ ის ადამიანები, ვინც წარმოადგენენ წარმატების სიმბოლოს, მათზე ხორციელდება იერიში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამავდროულად აცხადებს, რომ არ ეთანხმებიან პროკურატურის მოთხოვნილ გირაოს.

„თავშეკავებულები ვართ განცხადებებში, ვსაუბრობთ ზიანზე, რომელიც ქვეყანას ადგება უპასუხისმგებლო ქმედებებით. საუბარია 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე, რომელსაც საერთო არ აქვს ფულის გათეთრებასთან, თეთრი ფულის სესხება არ შეიძლება ჩაითვალოს ფულის გათეთრებად. ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი სიმართლე და გამჭვირვალობაა, ამით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არ მოხდეს რაიმე გზით ვითარების მანიპულირება. მთავარია, მთელ ამ პროცესში საზოგადოებრიობა იყოს ჩართული, ყველამ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე. ეს არ არის მხოლოდ ჩემი და მამუკას სახელის დაცვა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის დაცვა, ამაში დარწმუნებულები ვართ და მზად ვართ, დავიცვათ ეს მომავალი“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …