ავიაემბარგომ რუსეთიდან სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო ვიზიტები გაზარდა

თბილისი (BPI) – ავიაემბარგომ ივლისში რუსეთიდან ტურისტულ ნაკადებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. 2019 წლის ივლისში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობა 6,4%-ით შეამცირა, ტურისტული ვიზიტები კი 14,8%-ით.

ივლისის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან 159,063 საერთაშორისო ვიზიტი შედგა (2018 წლის ივნისში – 169,857), ტურისტული ვიზიტების რაოდენობა კი 108,214-ით განისაზღვრა (2018 წლის ივლისში – 127,065).

საჰაერო გზით რუსეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა. თუ 2018 წლის ივლისში ქვეყანაში რუსეთიდან საჰაერო გზით 43,073 ვიზიტი განხორციელდა, 2019 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 22,061-ს არ აღემატება, ანუ მაჩვენებელი 48,8%-ით არის შემცირებულია.

სტატისტიკის მიხედვით, ავიაემბარგოს შედეგად იზრდება რუსი ვიზიტორების საქართველოში სარკინიგზო (+85,5%), საზღვაო (57,9%) და სახმელეთო (7,1%) გზით შემოსვლის მაჩვენებელი, შესაბამისად საქართველოში 2019 წლის ივლისში რუსეთიდან სახმელეთო გზით 133,829 ვიზიტი (2018 წლის ივლისში – 124,996) შედგა, სარკინიგზო გზით 2,347 ვიზიტი (2018 წლის ივლისში – 1,265), საზღვაო გზით – 826 (2018 წლის ივლისში – 523).

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …