ავთო წერეთელს სასამართლომ 500 000 ლარის გირაო შეუფარდა

თბილისი (BPI) – ავთანდილ წერეთელი ამბობს, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდის.

„წავალ ციხეში. ვისაც უნდა იმან გადაიხადოს“, – განაცხადა ბიზნესმენმა.

წერეთელი ამბობს, რომ მოსამართელემ ის გადაწყვეტილება მიიღო რაც უთხრეს. “რა ფულის გათეთრება რის გათეთრება. „ტვ პირველის“ ქონება რომ ჩავდოთ, ეს უნდათ. ვერ ეღირსებიან“, – განაცხადა წერეთელმა.

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის გირაო შეეფარდა.

შემთხვევითი სიახლე

“არ ველოდებით, რომ მომხმარებელს ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზრდება” – დავით ნარმანია ირიგაციის სექტორში ტარიფების ცვლილებაზე

2024 წლიდან სემეკი მელიორაციის სექტორის რეგულირებას იწყებს. აღნიშნულ პროცესში სემეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა ტარიფების შემუშავების …