აეროპორტის სასტუმროების საუკეთესო TOP-5

თბილისი (BPI) – აეროპორტების სასტუმროებს შორის საუკეთესოდ სინგაპურის ჩანგის აეროპორტში განთავსებული Aerotel Singapore დასახელდა. რეიტინგი, რომელიც ბრიტანულმა The Sun-მა შეადგინა, Aerotel Singapore-მ პირველი ადგილი ღია აუზის გამო მოიპოვა, რადგანაც Aerotel Singapore ერთადერთი ტრანზიტული სასტუმროა მსოფლიოს აეროპორტებს შორის, რომელსაც მსგავსი ინფრასტრუქტურა გააჩნია.

რეიტინგში მეორე ადგილზეა Radisson Blu Stansted, რომელიც ლონდონის სტანსტედისაეროპორტში მდებარეობს. სასტუმროს მთავარ ხიბლად ბარში დასაქმებული აკრობატი მიმტანები დასახელდნენ.

“შესანიშნავ სამეულშია” ასევე ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში განთავსებული TWA Hotel-ი. სასტუმროს ინტერიერი ვინტაჟურ სტილშია. 

რეიტინგის მეოთხე ადგილზეა Fairmount Vancouver Airport Hotel-ი.

მეხუთეზე პოზიციაზეა – Hilton Munich Airport Hotel-ი.

შემთხვევითი სიახლე

“არ ველოდებით, რომ მომხმარებელს ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზრდება” – დავით ნარმანია ირიგაციის სექტორში ტარიფების ცვლილებაზე

2024 წლიდან სემეკი მელიორაციის სექტორის რეგულირებას იწყებს. აღნიშნულ პროცესში სემეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა ტარიფების შემუშავების …