აგროსექტორის წარმატებები – პრემიერი სოფლის მეურნეობისთვის მასშტაბურ მხარდაჭერაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – პრემიერი სოფლის მეურნეობის დარგის განვიტარების მნიშვნელობაზე საუბრობ. როგორც მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვდერაზე განაცხადა, საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლა გადის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდაზე.

„სადაც არ არის ახალგაზრდული ენერგია, ხედვა, გაბედული ნაბიჯები, არსებული სტატუს-კვოს უარყოფა, ამბიციური ხედვა, არა თუ რომელიმე კონკრეტულ მიმართულებას, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოს არ ექნება წარმატებული მომავალი 21-ე საუკუნეში”, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სფეროს თანადაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ იმ დარგის განვითარებისთვის, რომელსაც ზრდის პოტენციალი აქვს,  სახელმწიფოს მხარდამჭერ პროგრამებს გააგრძელებს.

„როდესაც ისმის კითხვა, რამდენად მართებულია, რომ სახელმწიფო ახორციელებს თანადაფინანსებებს, მხარდაჭერებს სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროექტების მიმართ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირი გზით ერთგვარი სუბსიდიაა. ამაზე მე მაქვს ძალიან მარტივი პასუხი – შარშან ჩვენ შევძელით და დაახლოებით მილიარდ დოლარს გადააჭარბა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა. ასევე შარშან, კახეთში ჩვენმა მეწარმეებმა მიიღეს ყველაზე დიდი შემოსავალი.

ეს იყო ისტორიული მაქსიმუმი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მევენახეობას ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიურად ვეხმარებოდით და შედეგმაც არ დააყოვნა. მსოფლიოში თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ წარმატებულ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს მხარდამჭერი პროგრამები სოფლის მეურნეობის მიმართულებით. რა თქმა უნდა, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს დაუჭერს სუბსიდირების პროგრამას, პირიქით, მე ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს არაეფექტური, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ დარგის განვითარებაზე, რომელსაც აქვს პოტენციალი გაიზარდოს, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და დოვლათი ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მთავარია, გადამწყვეტი სიტყვა თქვას სიღარიბესთან ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი არის ძალიან ნათელი – ჩვენ გავაგრძელებთ მხარდამჭერ პროგრამებს სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ და სოფლის მეურნეობის მინისტრს აქვს დავალება, რომ წელს შევძლოთ და მეტი დაფინანსება გამოვყოთ და რა თქმა უნდა, 2020 წელს ვისაუბროთ კიდევ უფრო მასშტაბურ მხარდაჭერაზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …