შეინ როზენტალი: საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას ბიზნესის განვითარების მეტი მხარდაჭერა შეუწყობს ხელს

თბილისი (BPI) – აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში შეინ როზენტალი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღებისთვის ბიზნესის ხელშეწყობის აუცილებლობაზე აცხადებს.

„საქართველომ, როგორც წამყვანმა რეფორმატორმა, უკვე გაატარა ზომები პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკის შესასუსტებლად, რაც სხვა ნაბიჯებთან ერთად, მოიცავს  ტურიზმის სექტორში ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების შეჩერებას, საბანკო-სასესხო რეგულაციების შემსუბუქებას და ინფრასტრუქტურაში გაზრდილ ხარჯვას“, – აცხადებს შეინ როზენტალი.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარების მეტი მხარდაჭერა და ინვესტირება თანამედროვე ტექნოლოგიებში, მეცნიერებასა და ციფრულ განათლებაში.

აზიის განვითარების ბანკი (ADB) მიიჩნევს, რომ საქართველოს ბიზნესის განვითარებაში ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისება სჭირდება.

საფინანსო ინსტიტურის მიერ გამოქვეყნებულიანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 0% იქნება, 2021 წლეს კი ზრდის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება და 4,5%-ით გაიზრდება.

შემთხვევითი სიახლე

2021 წელს საგადასახადო შემოსავლებმა 13 მლრდ 820 მლნ ლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 23,2%-ია – ლაშა ხუციშვილი

2021 წელს საგადასახადო შემოსავლებმა 13 მილიარდ 820 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 23,2 პროცენტია – …