თბილისი (BPI) – DTRA-ს პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონულ სამმართველოებში ვეტერინარული პრეპარატების შესანახი მაცივრები დამონტაჟდა.
“ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს. განახლებული ტექნიკური საშუალებები სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს, უზრუნველყოს ვაქცინების შენახვის პირობების სრული დაცვა და ეფექტიანად განახორციელოს ღონისძიებები,“-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ, რომელიც DTRA-ს წარმომადგენლებთან ერთად სააგენტოს რეგიონული სამმართველოებში იმყოფებოდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოსა და აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტები; სასწავლო პროგრამები ვეტერინარებისათვის ბიოუსაფრთხოების პრინციპების ცოდნის გაღრმავების, ნიმუშების აღების მეთოდიკის, ტრანსპორტირებასთან და დაავადებების კონტროლთან დაკავშირებით.
შემთხვევითი სიახლე
ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებთან ერთად აიცრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ …