რუსთაველზე აქციის მსვლელობისას 240 ადამიანია დაშავებული

თბილისი (BPI) – რუსთაველის გამზირზე აქციის მსვლელობისას 240 ადამიანი დაშავდა, ამ დრომდე კლინიკებში 102 პაციენტი რჩება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ინგოროყვას კლინიკაშიდაშავებულები მოინახულა და განაცხადა, რომ ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ორს უტარდება ოპერაცია.

ზაზა ბუხუას თქმით, ინგოროყვას კლინიკაში 46 პაციენტი იყო შეყვანილი. კლინიკიდან უკვე გაწერილია 35 პაციენტი, 11 კლინიკაში რჩება.

დაშავებულთაგან 80 პოლიციელია.

შემთხვევითი სიახლე

დეველოპერულმა კომპანია არქი – Archi-მ, ილია და თენგო წულაიებმა, სამტრედიაში მცხოვრებ გოგიტა ჩერქეზიას მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ …