საქართველოს გავლით SOCAR-მა ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

საქართველოს გავლით აზერბაიჯანულმა ნავთობკომპანია SOCAR-მა ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. როგორც SOCAR-ში განმარტავენ, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპული ნაწილის – „ტრანსადრიატიკული მილსადენის“ მეშვეობით, აზერბაიჯანი აზერბაიჯანული გაზის ექსპორტში მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. როგორც ირკვევა, კომპანიის მიერ ავსტრიასა და გერმანიაში მიწოდება კიდევ უფრო აფართოებს აზერბაიჯანული გაზის გეოგრაფიას ევროპაში.

ცნობილია, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში ტრანსადრიატიკული მილსადენის მეშვეობით 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო.

2022 წელს აზერბაიჯანმა და ევროკომისიამ ევროპაში გაზის მიწოდების გაორმაგების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რაც შეთანხმების თანახმად 2027 წელს უნდა განხორციელდეს.

დღემდე ტრანსადრიატიკულმა მილსადენმა ევროპას 54.3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა.

2025 წელს აზერბაიჯანმა 51.5 მლრდ კუბ/მ ბუნებრივი აირი გამოიმუშავა, საიდანაც ექსპორტმა სულ 25.2 მლრდ კუბ./ შეადგინა

შემთხვევითი სიახლე

29 ივლისს თბილისს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი ეწვევიან, რომლებიც Executive Leadership Workshop-ს ჩაატარებენ

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ორგანიზებით, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ში გაიმართება Executive Leadership Workshop – ერთდღიანი …