Service Agency-ს განახლების შემდეგ, რეგისტრირებულ პირებს უკვე შეუძლიათ ინფორმაციის მიღება მართვის უფლების სტატუსისა და მინიჭებული ქულების შესახებ

მომსახურების სააგენტოს აპლიკაციაში – Service Agency-ში რეგისტრირებულ პირებს აპლიკაციის განახლების შემდეგ უკვე შეუძლიათ, მიიღონ ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების სტატუსის და მინიჭებული ქულების შესახებ, – ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად საჭიროა, რეგისტრირებული მომხმარებელი გადავიდეს მართვის მოწმობის ველში, სადაც მის სახელზე გაცემული მართვის მოწმობის სხვა მონაცემებთან ერთად მითითებულია მართვის უფლების სტატუსი და მინიჭებული ქულა.

„ვინც აპლიკაციით არ სარგებლობს, სერვისის მისაღებად საჭიროა: ჩამოტვირთოს აპლიკაცია App Store-დან, Google Play Store-დან; შეიყვანოს პირადი მონაცემები; აირჩიოს დოკუმენტი და გაიაროს ვიზუალური იდენტიფიკაცია; დაასრულოს რეგისტრაცია“, – ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …