რას საქმიანობს ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი

2021 წლის 22 დეკემბერს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას (სემეკი)განესაზღვრა დამატებითი უფლებამოსილება საგანმანათლებლო მიმართულებით.  სწორედ აღნიშნული ცვლილებების შემდგომ 2022 წლის დასაწყისში შეიქმნა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, რომელიც ელიზბარ ერისთავის სახელობისაა.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, აღნიშნულ სექტორებში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება. გარდა ამისა, აქტივობებისა და საქმიანობების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაინტერესებულ პირებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლა, ფუნდამენტური კვლევების ჩატარება, სამეცნიეროსაგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება, კვლევების ორგანიზება, საინფორმაციო ბაზის შექმნა და თემატური კონფერენციების მოწყობა.

სასწავლო ცენტრის მისიაა, აქტიურად იყოს ჩართული იმ პრიორიტეტულ საქმიანობებში, რომლებიც მიზნად ისახავს: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში კვალიფიკაციის ამაღლებას, ქალთა ჩართულობის ზრდას, მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირების, ცნობიერებისა და ჩართულობის ამაღლებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით კვლევების, რეკომენდაციების შემუშავებას, პოტენციური ინვესტორების მოქმედი რეგულაციების თაობაზე ინფორმირების უზრუნველყოფას.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ისეთ პროდუქტებს სთავაზობს აუდიტორიას როგორებიცაა:

  • სასწავლო კურსები/ტრენინგები;
  • საჯარო ლექციები და გაკვეთილები;
  • თემატური სემინარები/ვებინარები;
  • კონფერენციები და სამეცნიერო ფორუმები;
  • მასტერკლასები;
  • საპილოტე პროექტების ინიცირება და განხორციელება;
  • თემატური ფუნდამენტური კვლევების წარმოება;
  • მეთოდოლოგიური ხასიათის ნაშრომების შექმნა;
  • ელექტრონული ჟურნალის გამოცემა და კვლევითი, პუბლიცისტური ნაშრომების მომზადება

არსებული პროდუქტებიდან გამომდინარე, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში კურსები სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებით აქტიურად ტარდება. ამის ნათელი მაგალითია გასული  წლის მონაცემებიც.

სასწავლო კურსები 2022 წელს:

  • ენერგეტიკის „მედია კლუბი“;
  • რეგულირების საფუძვლები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში;
  • რეგულირების საფუძვლები ელექტროენერგეტიკის სექტორში;
  • სასმელი წყალი – წყლის რესურსების გამოყენება;
  • წყლის რესურსი, როგორც ენერგიის წყარო.
  • თვითმმართველ ქალაქ ბათუმში და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში ჩატარდა სკოლის მოსწავლე გოგონების ენერგეტიკის თემით დასაინტერესებლად 2 საჯარო ლექცია თემებზე: ქალების როლის გაძლიერება ენერგეტიკის სფეროში და ენერგეტიკოსი, როგორც მომავლის პროფესია. 2022 წლის განმავლობაში ტრენინგ-კურსებზე გადამზადდა 600 -მდე მსმენელი; 2022 წლის განმავლობაში ტრენინგ-კურსებისა და საჯარო ლექციების ჯამურმა ხანგრძლივობამ შეადგინა 360 საათი.

შემთხვევითი სიახლე

სემეკი განახლებადი ენერგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთო

განახლებად ენერგიებზე ცნობიერების ამაღლების შესახებ კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო. პროექტში, რომელიც ევროპის რეგულატორთა საბჭო (CEER) …