სემეკი განახლებადი ენერგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთო

განახლებად ენერგიებზე ცნობიერების ამაღლების შესახებ კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო. პროექტში, რომელიც ევროპის რეგულატორთა საბჭო (CEER) EU4Energy-ს პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) თანამშრომლობით ხორციელდება, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სკოლაა ჩართული. კამპანია განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და განახლებადი ენერგიების მნიშვნელობის შესახებ სხვადასხვა განმავითარებელ აქტივობებს მოიცავს.

კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, პირველი შეხვედრა  თბილისის N182 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თორნიკე აფრიაშვილმა სკოლის მოსწავლეებს განახლებადი ენერგიების  შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

განახლებად ენერგიებზე ცნობიერების ამაღლების შესახებ  ინიციატივა ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 8.5 მლნ. ევროს შეადგენს. პროექტი ერთობლივად ხორციელდება CEER-ის, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს (EnCS) მიერ.

შემთხვევითი სიახლე

29 ივლისს თბილისს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი ეწვევიან, რომლებიც Executive Leadership Workshop-ს ჩაატარებენ

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ორგანიზებით, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ში გაიმართება Executive Leadership Workshop – ერთდღიანი …