“მშვიდობის თასი” – ტურნირი ფეხბურთელებისთვის

თბილისი (BPI) – ფეხბურთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია. ის, რომ საქართველოში ფეხბურთი XX საუკუნის დასაწყისში დაინერგა ინგლისელი მეზღვაურების მიერ ქალაქ ფოთში, ამ სპორტის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი ფაქტი უნდა იყოს. გვყავს ეროვნული ნაკრები, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით იყოფა. ჩვენს ქვეყანაში ასევე მოქმედია “ქალთა ლიგაც”, რომელიც 10 გუნდს მოიცავს.

ბავშვების დაინტერესებისა და ჩართულობისათვის ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ტურნირი იმართება, მათი წახალისება საინტერესო პრიზებით და მოტივაციით ხდება. “მშვიდობის თასი” სწორედ საფეხბურთო ტურნირია. ჩემპიონატი ტარდება 6 ასაკობრივ ჯგუფში, სადაც 52 გუნდი იღებს მონაწილეობას. წლევანდელ ტურნირის განხორციელებაში “მშვიდობის თასის” წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული თბილისის მერია, “საქართველოს უნივერსიტეტი”, “თბილისის ფეხბურთის ფედერაცია” და “საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია” და “ბაზისბანკი”.

ამ წლის მარტში ჩატარებულ “მშვიდობის თასში” 2007-2009 წლებში დაბადებული ჭაბუკების გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. 35-ე საფეხბურთო სკოლის 2007-2009 წლიანების გუნდები “მშვიდობის თასი 2019-ის” გამარჯვებული გახდა. გამარჯვებულებს სიგელები და თასები გადაეცათ, ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო ფეხბურთელები, მეკარეები და მწვრთნელები.

სალომე გეგუჩაძე, ეთერ ბაგრატიონ-დავითაშვილი

“საქართველო უნივერსიტეტის” სტუდენტები

შემთხვევითი სიახლე

“სოლო” და “გალერეა ერთი” თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობისთვის

თბილისი (BPI) – გასულ  წელს “გალერეა1-ის’’ საგამოფენო სივრცე უტა ბექაიას ვიდეო ინსტალაციას დაეთმო, რომელშიც ხელოვანის …