თბილისში „საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს-თასი 2019“- ის ფინალური ეტაპი გაიმართება

თბილისი (BPI) – 30 სექტემბერს, „საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს-თასი 2019“-ის გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ.  კონკურსი ლიეტუვას რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PKF Georgia-სა და Lithuanian Development Cooperation-ის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი ახალგაზრდებში ბიზნესის მართვის უნარების აღმოჩენა და  გაძლიერებაა.

შეჯიბრის პირველი ეტაპი  1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 25-დან 35 წლამდე ასაკის 200-მდე   მონაწილე იყო ჩართული. მონაწილეობა კონკურსანტებს შეეძლოთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე 2 ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდების ფორმატში.  კონკურსი  დაფუძნებული იყო  ვირტუალურ ონლაინ ბიზნეს-გარემოზე „Simformer Business Simulation“,  სადაც მონაწილეები  მართავდნენ კომპანიას ვირტუალურ ბიზნეს-სიმულატორში, რომელიც ბიზნესის მართვისა და დაგეგმვის უნარების განვითარებისთვის შეიქმნა. კონკურსის მონაწილეებს შეჯიბრში ჩართვა გამართული ინტერნეტ-კავშირით ნებისმიერი ადგილიდან შეეძლოთ. საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეები   კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდნენ, რომელიც 30 სექტემბერს, ვაკის პარკის მედიათეკაში დილიდან აიღებს სტარტს.

ფინალური ეტაპის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაზე  მაღალი შედეგების მქონე მონაწილეები  ერთ სივრცეში შეიკრიბებიან და  8 საკონკურსო რაუნდს გაივლიან. აღსანიშნავია, რომ მეორე ეტაპის მიმდინარეობისას მათ ექნებათ ცოცხალი მხარდაჭერა, როცა კონკურსის პირველ ეტაპზე ისინი ტრენერებისგან მხარდაჭერას ონლაინ იღებდნენ. ღონისძიების დასკვნით ნაწილში ფულადი პრიზებით 3 გამარჯვებული  დაჯილდოვდება. დაჯილდოვების ცერემონიალზე სიტყვით ლიეტუვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პოუჯუნასი და   PKF Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით გვეტაძე გამოვლენ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …