საფეხბურთო მატჩის გამო, ხვალ მეტრო მგზავრებს 00:00 საათამდე მომსახურება

თბილისი (BPI) – თბილისის მთავრობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით, პირველ  აგვისტოს მეტროპოლიტენის მუშაობას 23:00 საათიდან 00:00 საათამდე გაახანგრძლივებს.

უეფას ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შეუფერხებელი ტრანსპორტირების შესაძლებლობა ექნებათ.

შემთხვევითი სიახლე

21-24 სექტემბერს ქ. თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს  ქ. თბილისში უმასპინძლებს ენერგეტიკის რეგულირების …