კეტტარი აკადემია 29 სექტემბრიდან ახალ სემესტრს იწყებს

კეტტარი აკადემია 29 სექტემბრიდან ახალ სემესტრს იწყებს. კურსს „საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტი“ უღძვება თეატრი სახელოსნო 42 -ის დირექტორი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის არტ დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი.
სტუდენტები შეისწავლიან საშემსრულებლო ხელოვნების ინდუსტრიას, მის მდიდარ და მრავალფეროვან ხელოვნების ობიექტებსა და ფესტივალებს. კურსის მონაწილეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა გაიარონ პროფესიული პრაქტიკა თბილისის თეატრალურ ფესტივალზე, დაესწრონ ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულ სპექტაკლებს, გაიცნონ და დაამყარონ კონტაქტები ცნობილ ქართველ და უცხოელ თეატრალურ ვარსკვლავებთან.

კურსის ბოლოს სტუდენტებს ექნებათ კარგად გააზრებული ცოდნა იმისა, თუ რა არის საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტი და შეეძლებათ განავითარონ პრაქტიკული უნარები, რომლებიც დაეხმარება მათ შემოქმედებით აზროვნებაში. ლექციები ჩატარდება ახალ გახსნილ „თეატრი სახელოსნო 42“-ში, კვირაში ერთხელ.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ კეტტარი აკადემიის გვერდზე.

https://fb.watch/mUogAdZ7HF/?mibextid=Nif5oz

 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ წყალმომარაგების სექტორის გამოწვევების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ …