JPG edited with https://ezgif.com/resize

Meta-ს სიძულვილის ენის განახლებული გაიდლაინი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, „ფსიქიკურად დაავადებული“ უწოდონ ადამიანებს მათი სექსუალური ან გენდერული იდენტობიდან გამომდინარე – Sky News

კომპანია Meta-ს სიძულვილის ენის განახლებული გაიდლაინი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, „ფსიქიკურად დაავადებული“ უწოდონ ადამიანებს მათი სექსუალური ან გენდერული იდენტობიდან გამომდინარე. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული საინფორმაციო პორტალი Sky News-ი ავრცელებს.

„ჩვენ დავუშვებთ მტკიცებებს ფსიქიკური დაავადების ან არანორმალურობის შესახებ, როდესაც ეს ეფუძნება გენდერულ ან სექსუალურ ორიენტაციას, ტრანსგენდერიზმისა და ჰომოსექსუალიზმის შესახებ პოლიტიკური და რელიგიური დისკურსის გათვალისწინებით“, – ნათქვამია კომპანია Meta-ს განახლებულ გაიდლაინში.

ასევე გაუქმებულია წესები, რომლებიც კრძალავს ადამიანის გარეგნობის შეურაცხყოფას რასის, ეროვნების, ეროვნული წარმომავლობის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, სქესის, გენდერული იდენტობის და სერიოზული დაავადების გამო.

„Meta-ს პლატფორმები შექმნილია იმისთვის, რომ იყოს ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი. პლატფორმებზე, სადაც მილიარდობით ადამიანს შეუძლია ჰქონდეთ ხმა, ნაჩვენებია ყველაფერი – კარგი, ცუდი და მახინჯი. მაგრამ ეს გამოხატვის თავისუფლებაა“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

29 ივლისს თბილისს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი ეწვევიან, რომლებიც Executive Leadership Workshop-ს ჩაატარებენ

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ორგანიზებით, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ში გაიმართება Executive Leadership Workshop – ერთდღიანი …