სემეკი, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესებული პირებისთვის, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესებულ პირებს აცნობებს, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ გადააჭარბა გამანაწილებელი ქსელის პიკური დატვირთვის (890 მგვტ) 12%-იან ზღვარს.
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კვტ-ს. ამასთანავე, ქსელზე მისაერთებელი ელექტროსადგურების ჯამურ დადგმულ სიმძლავრედ განსაზღვრულია განაწილების სისტემის ოპერატორის წინა წლის პიკური დატვირთვის 14 %.
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაბამისი განაწილების სისტემის ოპერატორი ვალდებულია 12%-იანი დატვირთვის ზღვრის გადაჭარბების შესახებ აცნობოს კომისიას.
წესების შესაბამისად, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2024 წლის 5 დეკემბერს კომისიაში წარადგინა ინფორმაცია გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული და მიღებული განაცხადების თაობაზე. კომპანიის ინფორმაციის შესაბამისად, ამჟამად, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 81 მგვტ-ს, ხოლო მიღებული განაცხადების სიმძლავრე (განხილვის ეტაპზე არსებული) 29.5 მგვტ-ია.

 

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …