გოცირიძეს წახალისებულმა ბანკებმა არ უპასუხეს, 10%+5%+5% +5%+2%+3% ერთხელ მაინც რატომ არ გააპროტესტეს

თბილისი (BPI) –   სარეზერვო ნორმის 5%-ით შემცირებით გამოთავისუფლებული დოლარისთვის საბანკო სექტორი ცენტრალურ ბანკს გამოეხმაურა, ბანკებს კი  რომან გოცირიძე ეხმაურება, -“რა ერთმანეთის მიყოლებით, ერთი და იგივე ტექსტით განცხადებებს აკეთებენ . 30%-ის ნაცვლად გახდა 25%, რაც კომერციულ ბანკებს მისცემს დამატებით, დაახლოებით $250 მილიონის გასესხების უფლებას. ეს წაეშველება ლარის კურსსაცო”.

ნაციონალური ფრაქციის ლიდერს  აინტერესებს: “კი მაგრამ, მათ მიერ მოზიდული დოლარების 30%-ს რომ უყინავდა, ლარიზაციისთვის, რაც ვალუტის შიმშილს წარმოშობდა, ლარს გააუფასურებდა და საპროცენტო განაკვეთს ზრდიდა, მაშინ რატომ არ გააპროტესტეს?”

 

შემთხვევითი სიახლე

კანადამ ილონ მასკის Neuralink-ს ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოცდის ნებართვა მისცა

კანადამ ილონ მასკის Neuralink-ს ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოცდის ნებართვა მისცა, – იუწყება Reuters-ი. საქმე ეხება …