ავსტრიასა და ჩინეთს შორის სატრანზიტო მოძრაობა საქართველოზე გაივლის

თბილისი (BPI) – ავსტრიასთან  მემორანდუმი გაფორმდა, ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების , ენერგეტიკის, ინოვაციების სექტორებში თანამშრონლობაზე.

„ქართული მხარე დაინტერესებულია ავსტრიის წამყვან სარკინიგზო კომპანიასთან  „რეილ კარგო ავსტრიასთან“ თანამშრომლობით, სატრანზიტო მოძრაობამ ავსტრიასა და ჩინეთს შორის საქართველოზე რომ გაიაროს. მეტიც,  სამუშაო ჯგუფის შექნის სურვილიც გამოითქვა”, – განაცხადა ეკონომიკის და მდგრადის განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ავსტრიელ კოლეგასთან ანდრეას რაიხჰარდტსთან შეხვედრის შემდეგ.

ავსტრიის ტრანსოპრტის ინოვაციების და ტექნოლოგიების მინისტრთან შეხვედრაზე განვითარების სააგენტოს (ADA) საქმიანობის მნიშვნელობა აღნიშნეს. საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით ავსტრიული კომპანიების მზარდ ინტერესზეც.

ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაუშურებს, განავითაროს მულტიმოდალური სატრანსპორტო მიმოსვლა და რეგულარული სატვირთო მატარებლების მიმოსვლა შუა კორიდორში.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ტრამპის კარზე მიღებული “ექსპრემიერი, პოპულარობას გადაყვა” – ხაზარაძე

თბილისი (BPI) –  “კვირიკაშვილი გადაყვა  პოპულარობას დასავლეთში”, – მამუკა ხაზარაძემ  ექსმინისტრისთვის პორტფელის ჩამოთმევა და გუნდიდან …