სპორტი

თიბისი რაგბის სერიები – ბორჯღალოსნები კანადისა და აშშ-ს ნაკრებებს დაუპირისპირდებიან

თბილისი (BPI) – საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტებზე კანადისა და აშშ-ს ნაკრებებს დაუპირისპირდება. პირველ მატჩს  ბორჯღალოსნები 11 ნოემბერს კანადის წინააღმდეგ დინამო არენაზე (18:00 სთ-ზე) გამართავენ, სეზონის ბოლო მატჩს კი 25 ნოემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე (18:00 სთ-ზე) აშშ-ს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 2017 წლის საერთაშორისო ტესტ-სერია თიბისი ბანკის ეგიდით იმართება და  “თიბისი რაგბის სერიები” ერქმევა. ნოემბერში ბორჯღალოსნები კიდევ ერთ გავსლით მატჩს 18 ნოემბერს უელსის ...

Read More »

გორში ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი შენდება

თბილისი (BPI) – გორში ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი შენდება. მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურის მოწყობაც. პროექტი ითვალისიწინებს დასასვენებელი სივრცეების, შიდა გზების, პარკინგისა და განათების მოწყობას. თელავში, გორსა და ბათუმში 2017 წლის ბოლოს მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები გაიხსნება. პარალელურად, თბილისსა და ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის 10 მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. მთლიანობაში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყველა მშენებარე ობიექტზე დასაქმებულია 1 000-მდე კაცი.

Read More »

ბათუმში უეფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობა იწყება – ტენდერი უკვე გამოცხადდა

თბილისი (BPI) – ბათუმში უეფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობა იწყება. ტენდერი მშენებლობაზე აჭარის მთავრობამ უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 101,7 მლნ ლარია. სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენდება. საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება. სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება. ...

Read More »

სოფელ ჭრებალოში არსებულ სპორტულ სკოლას ჭიდაობის ფედერაციამ ახალი ხალიჩა გადასცა

თბილისი (BPI) – სოფელ ჭრებალოში საერთაშორისო სტანდარტების ორხალიჩიანი საჭიდაო დარბაზი გაიხსნა. მის მშენებლობას საფუძველი იანვარში ჩაეყარა ამბროლაურის გამგეობისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის თანადგომით, დარბაზი ექსპლუატაციაში ოფიციალურად 2017 წლის 15 ოქტომბერს შევიდა. ჭიდაობის ფედერაციამ ჭრებალოს სპორტულ სკოლას ხალიჩა გადასცა და მომავალშიც დაპირდა მხარდაჭერას სავარჯიშო ინვენტარის კუთხით. საჭიდაო ბაზას ასევე ექნება სასტუმროს ტიპის სახლი, რომელიც 25 ადამიანზე იქნება გათვლილი, სადაც ...

Read More »

ამბროლაურში გურამ საღარაძის სახელობის ტურნირი გაიმართა

მბროლაურმა თავისუფალ ჭიდაობაში სახელოვანი ქართველი ფალავანის გურამ საღარაძის სახელობის მე-14 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. გათამაშებაში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მოჭიდავეებთან ერთად სომხეთის და აზერბაიჯანის გუნდებმაც მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრება სკოლის ასაკის ჭაბუკთა შორის გაიმართა და სულ 160-მა ფალავანმა იასპარეზა, ჩემპიონ-პრიზიორები 13 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და 9 მათგანში გამარჯვება ქართველმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს. გუნდურ ჩათვლაში კი გამარჯვება თბილისის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე გორის ხოლო მესამეზე ...

Read More »

კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის თანამასპინძლობის სურვილი გამოთქვა

თბილისი (BPI) – საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის ქვეჯგუფის მასპინძლობის სურვილი ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობასთან დააფიქსირა. ფიბა-მ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა და ამიერიდან ევრობასკეტი 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება. „ფიბა-ს ხელმძღვანელებთან უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი ფედერაციის სურვილი, ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფს – განაცხადა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ – მომავალ გაზაფხულს ფიბა-ს აღმასრულებელი ორგანო შეიკრიბება და საბოლოოდ გადაწყდება მომავალი ევრობასკეტის ჩატარების ფორმატი. ...

Read More »

სილქნეტი ლა ლიგას ვიქტორინას იწყებს

თბილისი (BPI) – ესპანური ფეხბურთის მოყვარულებს სილქნეტისგან განსაკუთრებული საჩუქარი ელით – 9 ოქტომბერს, „სილქ უნივერსალზე“ გათამაშება იწყება. გამარჯვებული დეკემბრის დასაწყისში ლა ლიგას მატჩს დაესწრება. “უკვე მესამე წელია, რაც სილქნეტი, ლა ლიგასთან ერთად, საფეხბურთო ვიქტორინას ატარებს. წელს, ჩვენი მაყურებელი, რომელიც 1 კვირის განმავლობაში ყველაზე სწრაფად დააგროვებს ყველაზე მეტ სწორ პასუხს, ესპანეთში, “ბილბაოს ატლეტიკისა” და “მადრიდის რეალის” თამაშს დაესწრება“ – განმარტეს სილქნეტში. ...

Read More »

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ყაზახეთის ტურნირზე, საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა

თბილისი (BPI) – ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონი მძიმეწონოსანი ლევან არაბული გახდა, მეორე საპრიზო ადგილები მინდია წულუკიძემ (75), რობერტ კობლიაშვილმა (85) და ზვიად პატარიძემ (130) დაიკავეს, ბრინჯაოს მედლები კი შმაგი ბოლქვაძემ (75) და ლაშა გობაძემ (85) მოიპოვეს. 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს, ალმა-ათაში გამართულ ბოლატ ტურლიხანოვის საერთაშორისო ტურნირზე მონაიწილეობა რუსეთის, ირანის, კორეის, უნგრეთის, ბელარუსის, ...

Read More »

საქველმოქმედო მატჩი “მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის“ ვითიბის მხარდაჭერით გაიმართება

თბილისი (BPI) – საქველმოქმედო მატჩი „მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის“ ვითიბი ბანკის მხარდაჭერით გაიმართება. მატჩი „დინამო არენაზე“ 29 სექტემბერს, 21:00 საათზე გაიმართება და ერთმანეთს მასპინძელი GFF-11 და ”მსოფლიოს 11” დაუპირისპირდებიან. მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო ...

Read More »

ფაჩულია NBA-ს ცენტრების TOP 30-ში მოხვდა

თბილისი (BPI) – “გოლდენ სტეიტის” ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია NBA-ს ცენტრების TOP 30-ში მოხვდა, – საუკეთესო ცენტრების რეიტინგი ვებგვერდმა hoopshype.com ​გამოაქვეყნა. hoopshype.com-მა ზაზა ფაჩულიას 29-ე ადგილი მიანიჭა. NBA-ში საუკეთესო ცენტრების TOP-30-ის პირველ ხუთეულში მოხვდნენ კარლ-ენტონი თაუნსი, ნიკოლა იოკიჩი, დემარკუს კაზინსი, რუდი გობერი, მარკ გასოლ. რეიტინგში ასევე შევიდნენ სტივენ ადამსი, ბრუკ ლოპესი, დეანდრე ჯორდანი, ელ ჰორფორდი.  

Read More »