ბათუმში ბლუტაბლას რიგით მერვე ფილიალი გაიხსნა

ბლუტაბლა ქსელის გაფართოების პროცესს განაგრძობს. 18 აგვისტოს, კომპანიის რიგით მერვე ფილიალი ბათუმში, „ბლექ სი მოლის” სავაჭრო ცენტრში გაიხსნა.

„ბლექ სი მოლში” მდებარე მაღაზია ბათუმის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს საქართველოში დამზადებულ, ტრადიციული ქართული ორნამენტებით გაწყობილ, აქსესუარებსა და სახლის ნივთებს სთავაზობს. ბლუტაბლას პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ამაზონზე და ბლუტაბლას ვებგვერდზე.

ამ ეტაპზე, ბლუტაბლა საქართველოს 3 ქალაქშია წარმოდგენილი. კომპანიას აქვს 6 ფილიალი თბილისის სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში, თითო-თითო მაღაზიას კი ქუთაისის აეროპორტსა და ბათუმში ფლობს.

„მომხმარებელთა მხრიდან არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, ბლუტაბლამ რიგით მერვე ფილიალი გახსნა ახლა უკვე ბათუმში. ვფიქრობთ, რომ ქართული წარმოების გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ასევე სტარტაპერებისთვის მოტივაციის მიცემის მხრივ”. აცხადებს ნინო შარაშენიძე, ბლუატაბლას თანა-დამფუძნებელი

ბლუტაბლა 2014 წლიდან იკვლევს და სწავლობს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და უძველესი ქართული ორნამენტებით ქმნის საოჯახო ნივთებს, და აქესესუარებს . ბლუტაბლას პროდუქცია უცხოებელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

კომპანია სამომავლოდ კვლავ აქტიურად გეგმავს ასორტიმენტისა და სავაჭრო ქსელის გაფართოებას.

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …