YanAir Airlines-ი კიევიდან ბათუმის მიმართულებით რეისებს ბორისპოლის აეროპორტიდან განახორციელებს

თბილისი (BPI) – უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი კიევიდან ბათუმის მიმართულებით რეისებს ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტიდან (KBP) 6 აპრილიდან განახორციელებს. თუმცა მანამდე ავიაკომპანია კიევიდან ბათუმის მიმართულებით რეისებს ისევ კიევის საერთაშორისო აეროპორტიდან (IEV) შეასრულებს.

YanAir Airlines-ის ინფორმაციით, 6 აპრილიდან ავიაკომპანია კიევი-ბათუმი-კიევის მარშრუტზე ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას განახორციელებს, ხოლო 1-ელი ივნისიდან ფრენების სიხშირეს გაზრდის და კვირაში 7 სიხშირით იფრენს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე უკვე განათავსა, სადაც აღნიშნულა, რომ ბილეთის ღირებულება მოიცავს: 7 კგ ხელბარგს, 23 კგ ჩასაბარებელ ბარგს და კვებას.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში YanAir Airlines-ი ბათუმის მიმართულებით ფრენებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდანაც გეგმავს.

YanAir Airlines-ის კიევიდან ფრენებს განახორციელებს თბილისის მიმართულებითაც.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …