2021 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 463.8 ლარით განისაზღვრა

2021 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით (149.1 ლარით) გაიზარდა და 1 463.8 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 431.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 20.5 პროცენტით); • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 270.2 (გაიზარდა 3.2 პროცენტით); • მშენებლობა – 2 209.5 ლარი (გაიზარდა 7.2 პროცენტით). • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 133.0 ლარი (გაიზარდა 5.5 პროცენტით).

2021 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 153.6 ლარით, ხოლო კაცების – 1 767.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 131.3 ლარი (12.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 186.4 ლარი (11.8%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2021 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 180.9 ლარით (12.8%) გაიზარდა და 1 597.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 502.3 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.4 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 394.2 ლარი, გაიზარდა 3.2 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

2021 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 93.4 ლარით (8.1%) გაიზარდა და 1 250.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …