წვენების კომპანია “ხალისი” პროდუქციის გამრავალფეროვნებას გეგმავს

თბილისი (BPI) – ბაზარზე  წვენების მწარმოებელი ახალი კომპანია „ხალისი“ გამოჩნდა. იგი ბაზარზე ახალი ნიშის დაკავებას ცდილობს, რამდენადაც წარმოებულ პროდუქციას განსაკუთრებული თვისებები აქვს, თანაც პროდუქცია, კომპანიის დამფუძნებელთა თქმით, არც ლიმონათია და არც წვენი.

პროდუქტი არც გაზიანია და არც ალკოჰოლური, იგი სუნელებისა და ხილ-კენკრის ერთგვარია მიქსია. ამ დროისთვის ბაზარზე ორი სახის 1-ლიტრიან ქილებში ჩამოსმული მიქსი გამოდის – ატმის, გარგრისა და ჭერმის; ასევე ჟოლოს, ალუბლისა და მარწყვის მიქსი.

BPI-თან საუბრისას კომპანიაში ამბობენ, რომ პროდუქტი იმით გამოირჩევა, რომ დიაბეტიანთათვის გათვლილი პროდუქტია და სამკურნალო თვისებებიც აქვს.

მომავალში იგეგმება პროდუქციის გამრავალფეროვნება, მათ შორის ისეთი პროდუქტის ბაზარზე გამოტანა, რომელიც წონის კორექციას და ორგანიზმის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

ახლო მომავალში პროდუქცია უფრო ფართოდ იქნება სავაჭრო ქსელში წარმოდგენილი.

კომპანიამ რამდენიმე დღის წინ საკუთარი პროდუქცია გამოფენაზე “აირჩიე ქართული” “გუდვილში” წარადგინა. გამოფენა-გაყიდვა 2012 წლიდან უკვე ტრადიციულად წელიწადში 2-ჯერ იმართება.

 

ელენე ცოტაძე, თამარ ძინძიბაძე – “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტები

მასალა ქვეყნდება “საქართველოს უნივერსიტეტისა” და BPI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …