ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისში ვაკანსიას აცხადებს – განსაკუთრებული შესაძლებლობა გამოცდილი კაპიტნებისთვის

ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის ბაზაზე სამუშაოდ (15 დღე და 15 დღე დასვენება) გამოცდილ პილოტებს (კაპიტნებს) ეძებს.

მსურველებს ავიაკომპანია გთავაზობთ შემდეგ ბენეფიტებს:

  • კარიერული განვითარება (სარდლობის განახლება, უსაფრთხოების კაპიტანი/ ხაზის მომზადების კაპიტანი / ინსტრუქტორი / მენეჯმენტ პილოტი),
  • ბონუსური სისტემა- ბონუსი ემატება წლიურ საბაზისო ხელფასს Wizz Air-ით ფრენის ყოველი 1000 საათის შემდეგ,
  • მსოფლიო დონის ტრენინგი,
  • ახალგაზრდა და თანამედროვე ფლოტი Airbus A320 ოჯახისგან,
  • ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია,
  • ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ავიაკომპანია, რომელსაც მგზავრზე CO2-ის გამონაბოლქვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.
  • წამყვანი ბიუჯეტური გადამზიდავი
  • ფინანსურად მდგრადი კომპანია
  • უვადო ხელშეკრულება
  • ლიცენზიის დაკარგვის, მგზავრობისა და სიცოცხლის დაზღვევა
  • სამგზავრო შეღავათები Wizz Air-ის ფრენებზე

გთხოვთ, წინასწარი რეგისტრაციის სახით შეავსოთ შემდეგი ფორმა თქვენი პერსონალური მონაცემებით. დარეგისტრირდი აქ.

ფორმის წარმატებით გაგზავნის შემდეგ, კომპანია მიგიწვევთ ვირტუალურ ღონისძიებაზე 28 აპრილს ან 12 მაისს.

შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით რეკრუტინგის ჯგუფს ელექტრონულ ფოსტაზე pilotrecruitment@wizzair.com.

Wizz Air-ის შესახებ:  

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც 177 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით ოპერირებს. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი, მომხმარებლებს უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს სთავაზობს, რამაც Wizz Air გახადა 27,1 მილიონი მგზავრის არჩევანი,2022 წლის 31 მარტის მონაცემებით. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანიასულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. ასევე Wizz Air 2020 და 2023 წლებში, ATW-ის მიერ, „წლის ავიაკომპანიად“ დასახელდა. ეს ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ანავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს – აღნიშნული წოდება ნიშნავს, რომ ის გამოიჩეოდა საუკეთესო საოპერაციოსისტემით, ინოვაციებითა და უმაღლესი სერვისით. ასევე, Wizz Air აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადიდაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ზე და „გლობალური გარემოსდაცვითიმდგრადობის ავიახაზების ჯგუფი“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …