ავიაკომპანია Wizz Air-ი ევროკავშირის მანდატების გათვალისწინებით, მდგრადი საავიაციო საწვავის გამოყენებას იწყებს

ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც CAPA ავიაციის ცენტრმა დაასახელა წლის ეკოლოგიურად მდგრად ავიაკომპანიად მსოფლიოში, Airbus-თან თანამშრომლობით საცდელ ოპერაციებს განახორციელებს მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) გამოყენებით. ამ გადაწყვეტილებით Wizz Air-ი იცავს ევროკავშირის RefuelEU საავიაციო რეგულაციებს, რომელიც ძალაში შევა 2025 წლიდან. ერთობლივი ინიციატივა ხაზს უსვამს Wizz Air-ის პროაქტიულ მიდგომას საჰაერო მგზავრობის დეკარბონიზაციის მიმართულებით, ევროკავშირის რეგულაციებთან და 2050 წლის მიზნებთან შესაბამისობაში.

როგორც ევროკავშირის Fit for 55 პაკეტის ნაწილი, RefuelEU საავიაციო რეგულაცია მოუწოდებს საავიაციო საწვავის მომწოდებლებს, უზრუნველყონ ევროკავშირის შერჩეული აეროპორტები საავიაციო საწვავით, რომელიც იქნება ეკოლოგიურად მდგრადი და მინიმალურად ექნება სხვა საწვავის მინარევები. რეგულაცია მოუწოდებს ავიაკომპანიებსაც, რომ სწორედ ამ აეროპორტებში არსებული საწვავი ჩაასხან თვითმფრინავებშიც. ამ პროექტით Wizz Air-ი დგამს ნაბიჯებს SAF-ის ჩართვაში თავის ოპერაციებში, რაც გულისხმობს Airbus A321neo-ის მარეგულირებელ ჩარჩოებთან შესაბამისობის განსაზღვრას, წინასწარ ტესტირებას და მგზავრების ინფორმირებას SAF-ისა და მიმდინარე პოლიტიკის შესახებ.

ტესტირება მოიცავს ფრენებს ორი ძირითადი მიმართულებით ბარსელონადან ბუდაპეშტში (BCN-BUD) და ბრიუსელიდან ბუდაპეშტში (CRL-BUD). მდგრადი საავიაციო საწვავი მოწოდებულია Cepsa-ს მიერ, რომელიც მოგვიანებით ნაწილდება World Fuel Services-ის მიერ, World Kinect Company უშუალოდ მონაწილეობს საწვავის თანაბარ გადანაწილებაში. სატესტო რეჟიმში მუშაობა სავარაუდოდ წლის ბოლომდე გაგრძელდება, პროექტი განხორციელდება მასის დაბალანსების მეთოდით. Wizz Air-ი შეიძენს 16 მეტრულ ტონამდე სუფთა SAF-ს 5%-მდე SAF ნაზავით ბარსელონა-ელ პრატის აეროპორტში და 18 მეტრულ ტონამდე სუფთა SAF-ს ბრიუსელის შარლეროის აეროპორტში 10%-მდე SAF ნაზავით.

ივონ მოინიჰანი, Wizz Air-ის კორპორატიული და ESG ოფიცერი:

„ინდუსტრიული თანამშრომლობა Airbus-თან წარმოადგენს საავიაციო საზოგადოების ვალდებულებას ნახშირბადის ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით. საავიაციო ეკოსისტემის ყველა აქტორმა გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს და გააერთიანოს ძალები, რათა მიაღწიონ ინდუსტრიის საერთო მიზანს 2050 წლისთვის. SAF არის მთავარი გამაძლიერებელი და სწორედ ამიტომ Wizz Air-ი მხარს უჭერს ევროკავშირის ამ პიონერულ პოლიტიკას და ახორციელებს მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინვესტიციებს. როგორც ევროკავშირის ამაყი ავიაკომპანია, რომელიც აღნიშნავს ტრანსფორმაციული მოგზაურობის 20 წლის იუბილეს, ჩვენ მზად ვართ შევამციროთ ნახშირბადის ემისიები და მივუახლოვდეთ ჩვენს მიზანს, რომ 2030 წლისთვის ჩვენი ფრენების 10% შესრულდეს მდგრადი საავიაციო საწვავით. ამ პროექტის მეშვეობით, ჩვენ არა მხოლოდ ვამოწმებთ SAF-ის ოპერაციებს, არამედ ვამოწმებთ ჩვენი მგზავრების ინფორმირებულობას ავიაციის დეკარბონიზაციის ბერკეტებთან დაკავშირებით. ჩვენი ძვირფასი მგზავრები არიან ძირითადი დაინტერესებული მხარეები ღირებულების ჯაჭვში და მათი გამოხმაურება გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი მომავალი მდგრადობის ინიციატივების ჩამოყალიბებაში.”

საცდელი ვარიანტი ასევე მოიცავს გამოკითხვას Wizz Air-ის მგზავრებისთვის, რომლითაც მათ შეეძლებათ აზრის გაზიარება SAF-ის და მდგრადობის ინიციატივების შესახებ. გამოკითხვა გაუზიარდება მომხმარებლებს, რომლებიც გამოიწერენ Wizz Air-ის საინფორმაციო ბიულეტენს, ის ასევე ხელმისაწვდომი იქნება ამ ბმულის საშუალებით. შედეგები საჯაროდ გაზიარდება, რაც Wizz Air-სა და ინდუსტრიას მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო გააძლიერონ ინიციატივები.

ჯული კიტჩერი, Airbus-ის მდგრადობისა და კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი:

„Airbus-ში ჩვენ მზად ვართ მივიღოთ SAF, როგორც ჩვენი დეკარბონიზაციის სტრატეგიის არსებითი ელემენტი. სწორედ ეკონომიური თვითმფრინავებისა და SAF-ის დახმარებით არის შესაძლებელი ინდუსტრიის 2050 წლის მიზნის მიღწევა, რის გამოც ერთობლივი მუშაობა – Wizz Air-ის მსგავს პარტნიორებთან – SAF-ის ეფექტური ინტეგრირებისთვის ავიაკომპანიის ოპერაციებში, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ ასევე მოუთმენლად ველით Wizz Air-ის მგზავრების გამოკითხვის შედეგებს. იმის გაგება, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ მგზავრები დეკარბონიზაციას, ხელს შეუწყობს საავიაციო ინდუსტრიის მიერ SAF-ის მიღებას. მოხარულები ვართ, Wizz Air-თან პარტნიორობით ამ საცდელი პერიოდის განმავლობაში.”

Airbus-ი მხარს დაუჭერს Wizz Air-ს სატესტო პერიოდის განმავლობაში, უზრუნველყოფს ტექნიკურ ხელმძღვანელობასა და გამოცდილებას, რათა მაქსიმალურად გაზარდოს SAF-ის ინტეგრაციის ეფექტურობა ოპერაციებში. SAF-ის პროაქტიულად დანერგვითა და ახალი მარეგულირებელი ჩარჩოების მიღებით, Wizz Air-ი მზად არის მილიონობით ევროპელ მგზავრს საჰაერო მოგზაურობის უფრო ეფექტური ვარიანტი შესთავაზოს.

Wizz Air-ის საავიაციო საწვავის ადგილობრივი მიმწოდებლები აღნიშნავენ, რომ მსგავს თანამშრომლობას, შეუძლია ინდუსტრიას ღირებულება მოუტანოს, რაც გაზრდის მწარმოებლების ხილვადობასა და თავდაჯერებულობას.
დუნკან სტორი, უფროსი ვიცე პრეზიდენტი, World Fuel: „მოახლოებული RefuelEU საავიაციო მოთხოვნების შესაბამისობა მნიშვნელოვანი ეტაპია მდგრადი საწვავის ხელმისაწვდომობის გაფართოების მცდელობებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ Wizz Air-ის მიზნებს SAF-ის თანმიმდევრული მიწოდებით მათ ძირითად ევროპულ მარშრუტებზე, ვყიდით 18 ტონა სუფთა SAF-ს 10%-იან ნარევში. 2015 წლიდან ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მთელ მსოფლიოში ნახშირბადის დაბალი შემცველობის საავიაციო საწვავის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ჩვენი SAF მიწოდების ქსელი ევროპაში მოიცავს მრავალ საკვანძო ადგილს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი.

მართა კენჩილო, Cepsa-ს მდგრადი ავიაციის ხელმძღვანელი: „Cepsa მოხარულია მონაწილეობა მიიღოს Wizz Air-თან ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში, რათა გადავიდეს ემისიების ეფექტური შემცირებისკენ REFuelEU მანდატის კვალდაკვალ. როგორც ესპანეთში საავიაციო სექტორის ენერგიის წამყვანი მიმწოდებელი, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ჩვენს მომხმარებლებთან მათი ბიზნესის დეკარბონიზაციისთვის და SAF არის დაუყოვნებელი გადაწყვეტა, რათა დაეხმაროს ფრენების დეკარბონიზაციას თვითმფრინავის ძრავებში ცვლილებების საჭიროების გარეშე.

Wizz Air-ის შესახებ:

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა–ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 224 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 62 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს (F24), რომელიც მთავრდება 2024 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air დასახელდა, „წლის ავიაკომპანიად“ ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air აღიარეს ყველაზე მდგრად ავიაკომპანიად 2021-2023 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა Wizz Air დაასახელა, როგორც „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი“ 2022 და 2023 წლებში.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …