Wizz Air-მა პრიორიტეტის მაქსიმალური ტარიფი თითქმის გააორმაგა

თბილისი (BPI) – დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ბარგის გადატანის მომსახურების ტარიფებს ცვლის. კომპანიამ სერვისი პრიორიტეტის მაქსიმალური ტარიფი თითქმის გააორმაგა. avianews.com კომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ მაქსიმალური ფასი პრიორიტეტზე 17-დან 30 ევრომდე გაიზარდა.

ახალი საფასო პოლიტიკის შესაბამისად, ფასი პრიორიტეტის მომსახურებაზე არსებული 5-17 ევროს დიაპაზონიდან 5-30 ევრომდე გაიზარდა.

ტარიფი პრიორიტეტი მგზავრებს თვითმფრინავის ბორტზე ორი ბარგის უფასოდ ატანის შესაძლებლობას აძლევს: ერთი უფასო ხელბარგი (40x30x20 სმ) და10 კგ-იანი საგორებელი ჩანთა ზომით 55x40x23 სმ.

კომპანიამ ამ მიმართულებაზე სატარიფო პოლიტიკა 1-ელი ნოემბრიდან გაამკაცრა. ბარგზე ამ მოცულობის ხელბარგის ბორტში ატანა მხოლოდ WIZZ პრიორიტეტის სერვისის მფლობელებს აქვთ.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის …