Wizz Air-ი ქუთაისი-რიგას მიმართულებაზე ოპერირებას აგრძელებს

თბილისი (BPI) – დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისი-რიგა-ქუთაისის მიმართულებაზე ოპერირებას აგრძელებს. ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს განახორციელებს.

Wizz Air-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისი-რიგა-ქუთაისის მარშრუტზე ავიაკომპანია ფრენებს 20 დეკემბრიდან განაახლებს, რადგანაც ავიაბილეთები მხოლოდ 20 დეკემბრიდანაა ხელმისაწვდომი.

შემთხვევითი სიახლე

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, მიმდინარე კვირაში, ქართული ღვინო ორ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო მიმდინარე კვირაში საფრანგეთში ორ …