Wizz Air-ი საუკეთესო დაბალბიუჯეტიან და ბორტზე საუკეთესო მომსახურე პერსონალის მქონე ავიაკომპანიად აღიარეს

თბილისი (BPI) – Wizz Air-ი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, ხოლო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი  დაბალბიუჯეტიანი  ავიაკომპანიაა, რომელიც The CESAAR-ის  დაჯილდოების ცერემონიაზე 2018 წლის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიახაზებად დაასახელეს.

ასევე, საუკეთესოებად აღიარეს ავიაკომპანიის კაბინის მომსახურე პერსონალიც. ცერემონია პოზნანში გაიმართა.

ეს ჯილდოები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ავიაციის ინდუსტრიაში  ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟულია და Wizz Air-ის მიერ შესანიშნავად შესრულებული სამუშაოს აღიარება გახლავთ.

ავიახაზებისთვის 2018 წელი გამორჩეული იყო ადგილობრივ დონეზეც, ავიაკომპანიამ საქართველოდან 587,643 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 95%-ით მეტია. ავიაკომპანია აგრძელებს საქართველოში ადგილობრივი ინვესტიციების განხორციელებას და 2019 წლის აგვისტოდან ქუთაისის ბაზაზე ეარბას A320 ტიპის თანამედროვე ავიახომალდსამატებს, შესაბამისად კომპანიას საქართველოში სამი ბაზირებული ავიახომალდი ეყოლება. აღნიშნული სიახლე 101 მილიონი დოლარის ინვესტიციას წარმოადგენს და დამატებით ეკიპაჟის 30 ადგილობრივი წევრის დასაქმების საშუალებას იძლევა.

ავიკომპანია საზოგადოებას მხოლოდ ევროპაში  მოგზაურობის შესაძლებლობას კი არ აძლევს, არამედ, ხელს უწყობს ადგილობრივი სამუშაო ბაზრის გაუმჯობესებას და ტურიზმის სექტორის განვითარებას. Wizz Air მომხმარებლებს ამჟამად სთავაზობს 27 ავიამიმართულებას 18 ქვეყნის მასშტაბით.

„მეთხუთმეტედ ვირჩევთ საუკეთესო ავიახაზებს და ამ ჯერზე არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ ცენტრალური ევროპის მასშტაბით. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ავიახაზები გამოვლინდა მგზავრების გამოკითხვის შედეგად. რეიტინგი ეყრდნობა მგზავრების მოსაზრებებს, რომლებიც აფასებდნენ ფრენის ხარსიხს. მადლობა თანამშრომლობისთვის პარტნიორებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე, რომელთაც შესაძლებელი გახადეს მგზავრების შერჩეულ ჯგუფთან დაკავშირება.

ჩვენი ყოველწლიური გამოკითხვა, რომელსაცThe CEESAR Awards ჰქვია, თავისი ჯილდოებით ყველაზე მნიშვნელოვანი პლებისციტია ავიაციის ინდუსტრიაში 2004 წლიდან და ის მომხმარებლის რეალურ მოსაზრებას ასახავს. პოზნანისგალაზე ყველაზე გავლენიანი დაინტერესებული მხარეების ყოფნა ხაზს უსვამს ხმის მიცემისა და ღონისძიების მნიშვნელობას, რომელიც ავლენს არა მხოლოდ საუკეთესო ავიაკომპანიას, არამედ სხვა მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, რომ შეხვდნენ კონკურენტებს და ბიზნეს პარტნიორებს უნიკალურ გარემოში.

მინდა, მივულოცო Wizz Air-ს გამარჯვება, საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიახაზებად აღიარება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ისევე, როგორც გამარჯვება ბორტზე საუკეთესო პერსონალის კატეგორიაში და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ინდუსტრია აფასებს Wizz Air-ის საქმიანობას“, აღნიშნა CEESAR-ის დაჯილდოების აღმასრულებელმა დირექტორმა და pasazer.com-ის მთავარმა რედაქტორმა პაველ ქიუბულაკმა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …