Wizz Air -ი ეარბასის ყველაზე დიდი ფლოტის მფლობელი ხდება

თბილისი (BPI) – Wizz Air -ის   ავიაფლოტს დღეს ჰამბურგში დამზადებული ეარბას A321neo შეუერთდა. ახალი თაობის ეარბასი 2 Pratt & Whitney GTF ძრავითაა,  239 ერთადგილიანი კონფიგურაციის სალონით და ვიზეარს მაქსიმალურ მოქნილობას, საწვავის ეფექტურობასა და დაბალ საოპერაციო ხარჯებს სთავაზობს.

ავიაკომპანია ევროპის გარშემო 108 Airbus A321 და A320 თვითმფრინავებით ოპერირებს. ხოლო 5 A321ceo, 256 A321neo და A320neo მოდელების შეკვეთით, Wizz Air -ი ეარბასის ყველაზე დიდი ფლოტის მფლობელი ხდება.

A320neo და ეარბასის „ოჯახის“ სხვა თვითმფინავები, 50% -ით ამცირებს ხმაურს და მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს გარემოსდაცვითი მიმართულებით.

ჰამბურგში, ოფიციალურ ცერემონიაზე საუბრისას, ვიზეარის გენერალურმა დირექტორმა, ჯოზეფ ვარადიმ განაცხადა: „დღეს ჩვენ ვიზეარის ისტორიაში ახალ ეპოქას ვიწყებთ, A321neo თამაშის წესებს ნამდვილად შეცვლის. ვიზეარი აგრძელებს გაფართოებას ევროპის მასშტაბით.მაღალტექნოლოგიური თვითმფრინავები საშუალებას მოგვცემს გავხდეთ მსოფლიო ლიდერები დაბალი საოპერაციო ხარჯით, რაც თავის მხრივ ბილეთს გააიაფებს. ჩვენი ახალგაზრდა ფლოტით და თანამშრომლებით ვცდილობთ მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი და დაცულობა შევუქმნათ.“

„ჩვენ ვულოცავთ ვიზეარს, ჩვენს უმსხვილეს მომხმარებელს, ამ დღეს და ვამაყობთ, რომ მათი ზრდისთვის და განვითარებისთვის ფუნდამენტურია A321neo თვითმფრინავის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია – საწვავის დამზოგველობა.“ – აღნიშნა ეარბასის მთავარმა კომერციულმა დირექტორმა, კრისტიან სქერერმა.

.“ვაფასებთ იმ ნდობას, რაც ვიზეარმა გამოგვიცხადა, ვითვალისწინებთ ინდუსტრიის მთავარ მოთხოვნებს და დარწმუნებული ვართ უახლესი GTF  ტექნოლოგია უზრუნველყოფს ვიზეარის ფლოტის გამართულობას და გარემოსდაცვით სარგებელს მრავალი წლის განმავლობაში.“ – აღნიშნა Pratt & Whitney მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელმა, რიკ დურლომ.

„ჩვენ, FPG Amentum, ნამდვილად აღფრთოვანებული ვართ ვიზეართან პარტნიორობით. ეს პირველი NEO ტიპის თვითმფრინავია კომპანიისთვის და ამჟამად კიდევ შვიდის დამატება გვაქვს დაგეგმილი. უფრო მეტიც, ჩვენ ველით ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას, გაძლიერებას და გახანგრძლივებას მომავალში.“ – აღნიშნა იმონ ფორბსმა, FPG Amentum-ის მთავარმა კომერციულმა დირექტორმა.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …