Wendy’s-ისა და Dunkin-ის რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის

თბილისი (BPI) – Wendy’s-ისა და Dunkin-ის რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის. ორივე ბრენდი ახალი რეგულაციების გათვალისწინებით მუშაობას და Drive Thru-ს და მიტანის სერვისების (Glovo, Wolt და Menu.ge) საშუალებით, დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე მოემსახურება მომხმარებელს.

Wendy’s-ი და Dunkin-ი სრულად უკონტაქტო სერვისზე გადავიდა. “გლოვოსა” და “ვოლტის” შეკვეთისას მომხმარებელმა ბარათით გადახდა უნდა აირჩიოს, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ კურიერისთვის მისაცემი თანხა კართან დატოვონ, კურიერი კი შეკვეთას კართან ტოვებს სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით.

მოქმედებს აქციებიც. “ვოლტით” „ვენდის“ პიცის შეძენისას მომხმარებელი საჩუქრად 2 კოკა-კოლას იღებს, “გლოვოთი” “ვენდის” კომბოს შეძენის შემთხვევაში მოქმედებს -20% ფასდაკლება, “გლოვოთი” „დანკინის“ სენდვიჩების კომბოს შეძენისას საჩუქრად ყავას მიიღებენ, “ვოლტით” „დანკინის“ სენდვიჩების კომბოს შეძენისას კი დონატს. საჩუქრებია Drive Thru-ს მომხმარებლებისთვისაც.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ქ. თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და …