WB: COVID-19 -ით გამოწვეული შოკი საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადებს შეამცირებს

თბილისი (BPI) – მსოფლიო ბანკი საქართველოში ფულადი გზავნილების შემცირებას ელის.

ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მითითებულია, რომ ქვეყნის შინამეურნეობებისთვის ფულადი გზავნილები მნიშვნელოვანი წყაროა და ვირუსით გამოწვეული შოკი ამ ნაკადებს შეამცირებს.

„მნიშნელოვანია, უზრუნველყოფილ იქნეს მოწყვლადი ჯგუფების დაცვა მთავრობის ანტი-კრიზისული ღონისძიებებით, გზავნილების მისაღებად საჭირო ხარჯების და დროის შემცირების პარალელურად,“ – აღნიშნავს მსოფლიო ბანკის რეგიონულური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი.

ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველოში 2016 წლიდან მოყოლებული ფულადი გზავნილების შემოდინება იზრდებოდა და უკანასკნელ წლებში მშპ -ის 10%-ს გადააჭარბა, სადაც აღინიშნებოდა გზავნილების შედარებით მძლავრი ნაკადი ევროკავშირის ქვეყნებიდან და ისრაელიდან.

“უცხოეთიდან მიღებული გადარიცხვები საქართველოს მოქალაქეებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. შინამეურნეობების 20% აღნიშნავს, რომ 2019 წელს ფულად შემოსავალს უცხოეთში მცხოვრები ნათესავებისგან იღებდა. COVID-19 -ის პანდემია და სასაქონლო ფასების მკვეთრი ვარდნა გავლენას იქონიებს ფულადი გზავნილების შემოდინებაზე საქართველოში, რამდენადაც ძირითადი ქვეყნები, საიდანაც გზავნილების მიღება ხდება, კრიზისის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ (მაგ. იტალია, რუსეთის ფედერაცია, შეერთებული შტატები)”, – მითითებულია ანგარიშში.

 

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …